BP საქართველოში

1996 წელს BP საქართველოში სულ რამდენიმე თანამშრომლით იყო წარმოდგენილი, რომელთა რიცხვი მილსადენების მშენებლობისას 6000-მდე გაიზარდა. ამჟამად, მილსადენების ექსპლუატაციის ფაზაში კომპანიაში 500–ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

ჩვენ საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორი ვართ, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისათვის მსოფლიო კლასის ენერგოტრანსპორტირებისა და საწვავის მიწოდების საქმიანობით

BP ერთ-ერთი უდიდესი ენერგო კომპანიაა მსოფლიოში. ჩვენ საქართველოში 1996 წლიდან ვმუშაობთ. ჩვენი ძირითადი ბიზნესი ენერგიის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდებაა.

ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს ვუწევთ ექსპლუატაციას.

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (WREP), ცნობილი აგრეთვე როგორც ბაქო-სუფსის მილსადენი, ჩვენს მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა, რომელიც 1999 წლიდან უსაფრთხოდ და წარმატებით ფუნქციონირებს. მილსადენის წარმადობა 100 000 ბარელია.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი (BTC) სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა, როდესაც ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი მსოფლიო ბაზრებისაკენ გაემართა. 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობსადენი პირველი პირდაპირი სატრანსპორტო ხაზია კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. სრული წარმადობით ფუნქციონირების შემთხევაში ნავთობსადენს დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია, რის შედეგადაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს.

სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP)ბუნებრივი აირის მიწოდებას ახორციელებს კასპიის ზღვის `შაჰ დენიზის” საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებზე. ბუნებრივი აირის ეს ახალი წყარო რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.მისი საშუალებით საქართველოს ბაზარზე პირველი კომერციული გაზი 2007 წლის იანვარში შემოვიდა.

მილსადენების მშენებლობიდან და სხვა საქმიანობიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების გარდა, საქართველო ასევე სარგებელს იღებს BP- ის ინვესტიციებიდან სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროექტებში. ეს პროექტები როგორც მილსადენების დერეფანთან ახლოს, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

უკაცრავად, ამ ვიდეოს სანახავად საჭიროა ჩართოთ Javascript.

ვიდეო იტვირთება

გთხოვთ დაიცადოთ