კარიერა

BP საქართველოში მუშაობა ეს არის მრავალფეროვნებითა და მნიშვნელოვანი გამოცდილებებით გაჯერებული კარიერა.

BP-ს მიზანია მოიზიდოს განსაკუთრებული უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის მქონე ადამიანები. კვალიფიციურ, მიზანმიმართულ პროფესიონალებს BP დიდი კარიერული წინსვლის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვთვლით, რომ სამუშაო გარემო უნდა იყოს ნდობაზე, პატივისცემაზე, ჩართულობასა და მრავალფეროვნებაზე დამყარებული.

პროფესიული განვითარება

BP საქართველო თავის თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნავს არა მარტო სწავლების კურსების, რჩევების და გარე რესურსებით უზრუნვეყოფის გზით, არამედ ახალი სამუშაოს შეთავაზების გზითაც.

ჩვენ გვსურს, რომ თქვენ პირველივე დღიდან მიაღწიოთ წარმატებას, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საორიენტაციო პროცესს, რომელიც დაგეხმარებათ მუშაობის პირველ თვეებში ადვილად მიაღწიოთ სასურველ შედეგებს. მოცემული პროცესი მიმართულია იმისთვის, რომ ადვილად გაიგოთ BP-ს პოლიტიკა, მოერგოთ გარემოს, ჩამოაყალიბოთ თქვენი ბიზნეს ერთეულის მიზნები და დაადგინოთ მათი შესაბამისობა კორპორაციულ მიზნებთან.

როდესაც ახალი თანამდებობა თავისუფლდება კომპანიის შიგნით, ჩვენ კანდიდატებს ვეძებთ თანამშრომლებს შორის. ვაკანსია ცხადდება კომპანიის ინტრანეტზე. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მოძებნოთ ახალი პოზიცია კომპანიის შიგნით და კარიერული წინსვლა განახორციელოთ. ეს მეთოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია თუ გაქვთ სურვილი შეცვალოთ საკუთარი კარიერის მიმართულება. ბევრმა ადამიანმა რადიკალურად შეცვალა კარიერის მიმართულება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ ჩავკეტოთ ადამიანები და მივცეთ მათ საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალება ჩვენს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების ფარგლებში.

ანაზღაურება და დახმარებები

BP საქართველო კომპანიის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან ხელფასებს და შეღავათებს.

BP-ს თანამშრომლები სამუშაოს შესრულებისთვის ჯილდოვდებიან  სხვადასხვა ჯილდოებისა და ფულადი პრემიების სახითაც. ჩვენი თანამშრომლებისთვის მინიჭებული შეღავათები მოიცავს სამედიცინო და სტომატოლოგიურ დაზღვევას, ფიტნესსა და აქციების შეძენის გეგმას. 

დასაქმებასთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევები

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პირი და ორგანიზაცია უკავშირდება სამუშაოს მსურველებს და თაღლითური გზით სთავაზობს კომპანია BP-ში დასაქმების პერსპექტივას. ზოგ შემთხვევაში, ეს პირები და ორგანიზაციები სამუშაოს მაძიებლებისგან ითხოვენ პირადი მონაცემების გამჟღავნებას და თანხას, თითქოსდა დასაქმების პროცესში მათი კანდიდატურების მომდევნო ეტაპზე გაყვანის სანაცვლოდ. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ BP არცერთ შემთხვევაში არ ითხოვს თანხების გადარიცხვას ან სხვაგვარად გადახდას სამუშაოს მსურველებისგან, არც სამუშაოზე მიღების დროს და არც კონტრაქტორად აყვანისას.  ამიტომ გახსოვდეთ, რომ ამ პირებისა და ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ყველა მსგავსი შინაარსის წინადადება ყალბია.

BP-ში სამუშაოზე აყვანის პროცესში, ვიდრე თქვენ ოფიციალურად მიიღებთ სამუშაოს შეთავაზებას, თქვენ აუცილებლად გაივლით გასაუბრებას, რომელზეც პირადად შეხვდებით BP-ის თანამშრომელს ან მის წარმომადგენელს. გარდა ამისა, ელექტრონულ გზავნილებს კომპანიაში დასაქმების საკითხზე BP არც აგზავნის და არც იღებს ინტერნეტში გახნილი უფასო ელექტრონული მისამართებიდან.

თუმცა, თუ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ შეტყობინებას მისამართიდან:bprecruiting@bp.com ან ნებისმიერი სხვა მისამართიდან, რომლის დაბოლოებაა @bp.com და რომელშიც თქვენგან ითხოვენ, რომ პასუხი გააგზავნოთ რომელიმე სხვა მისამართზე, რომელიც @bp.com-ზე არ ბოლოვდება, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ყალბი შეტყობინება და გადმოგვიგზავნოთ მისამართზე fraudalert@bp.com.

თუ თქვენ მოგთხოვეს პირადი მონაცემების გამჟღავნება და თქვენ გაეჭვებთ ასეთი მოთხოვნის მიზანშეწონილობა, ან თუ გსურთ შეამოწმოთ, რამდენად შეეფერება სიმართლეს შემოთავაზება BP-ში დასაქმების შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე:fraudalert@bp.com.