გარემოს დაცვა

გამუდმებით ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ, მინიმუმამდე შევამციროთ და შევარბილოთ ჩვენი საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედება გარემოზე და გამუდმებით ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი გარემოსდაცვითი საქმიანობის მაჩვენებლები.

ჩვენ მივმართავთ კონკრეტულ ქმედებებს ბუნებრივი გარემოს დასაცავად,რაც ჩვენი გრძელვადიანი გეგმების ზედმიწევნით შესრულებით და ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების ქმედითი ღონისძიებებით გამოიხატება. ჩვენ ვიყენებთ მართვის სისტემურ მიდგომებს გარემოს დაცვის სფეროში (OMS)

გარემოს დაცვის მართვა

საქართველოში ჩვენ სისტემურ მიდგომებს ვიყენებთ გარემოს დაცვის მართვის სფეროში. ბაქოთბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე ჩვენ ჩავატარეთ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დეტალური შეფასების (ESIA) და ამ სფეროებში აღებული ვალდებულებები გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმებში ჩამოვაყალიბეთ. ახლახან ჩვენ დავასრულეთ მუშაობა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. 

ამ პროცესების მეშვეობით დგინდება პოტენციური ზემოქმედების სახეები და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები, მიმდინარეობს ამ ღონისძიებების განხორციელების მკაცრი კონტროლი, მათ საბოლოო დასრულებამდე. 

ჩვენს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას საფუძვლად უდევს ISO 14001-ის პრინციპი – „დაგეგმვა შესრულება-შემოწმება-ქმედება“. ამავე პრინციპს იზიარებს OMS-ით გათვალისწინებული საქმიანობის გაუმჯობესების პროცესიც.

ჩვენი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა (EMS)საქართველოში უკვე 14 წელია სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტის – ISO 14001-ის მიხედვით, ხოლო ამ სისტემის ფარგლებში მოქცეული ოპერაციების მასშტაბები თანდათან ფართოვდება. ISO-ს მოთხოვნების თანახმად სისტემას პერიოდულად უტარდება გარეშე აუდიტი. გასული წლების აუდიტის შედეგები ჩვენ წინა „მდგრადი განვითარების ანგარიშებში“ არის გამოქვეყნებული.

გარდა ამისა, ჩვენი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა რეგულარულად მოწმდება დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი კონსულტანტის მიერ,რომელიც პროექტის თავდაპირველი კრედიტორების მიერ არის დანიშნული. დღეის მდგომარეობით გარეშე აუდიტი უკვე 16-ჯერ ჩატარდა, მათ შორის ბოლო – 2014 წელს. 2014 წლის აუდიტის მიერ შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის განხორციელების პასუხისმგებლობა ხელმძღვანელ გუნდს ეკისრება. საქართველოს შესაბამისობის უზრუნველყოფისა და გარემოსდაცვითი ჯგუფია პასუხისმგებელი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის კოორდინაციასა და მართვაზე, ხოლო რეგიონის მასშტაბით სისტემას ზედამხედველობას უწევს BP-ის გარემოს დაცვისა და ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის რეგიონალური დირექტორი.
ობიექტებზე სისტემის განხორციელების პასუხისმგებლობა ობიექტების მენეჯერებს ეკისრებათ

ზემოქმედების მართვა

ჩვენი მიზანია არ მივაყენოთ ზიანი ბუნებას და ჩვენი სამუშაოთი გამოწვეული გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კონტრაქტორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან ჩვენი გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილება. 2014 წელს ჩვენ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებებსა და პირობებში ჩავამატეთ დეტალური პუნქტები გარემოსდაცვით მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს დებულებები შემდეგ საკითხებს ეხება: ნარჩენების მართვა, ფლორის და ფაუნის შენარჩუნება, ჰაერის და წყლის ხარისხის დაცვა და ეკოლოგიური მენეჯმენტი. ჩვენ მოველით ჩვენი კონტრაქტორებისგან მოცემული მოთხოვნების დაკმაყოფილებას და სავალდებულო მართვის სისტემების და პროცედურების დანერგვას.

ნარჩენების მართვა

ნარჩენების შემცირებისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ მუდმივად ინოვაციური და ეფექტიანი გზების ძიებაში ვართ. ჩვენ სახიფათო ნარჩენების შემცირების მიზნით ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე აღჭურვილობა შევიძინეთ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ნარჩენების ეფექტური გამოყენება, მათ შორის ენერგიის წყაროს სახით.

ამ დანადგარის მეშეობით შესაძლებელი გახდა ჩვენი საქმიანობის შედეგად წარმოებული ისეთი სახიფათო ნარჩენების უმეტესი წილის BTC მილსადენის PSG1-ზე ნარჩენების შეგროვების ცენტრალურ ზონაში შეგროვება, დაპრესვა და შენახვა,როგორიცაა ნავთობით გაჟღენთილი ქსოვილები ან ნავთობის დანალექი ნარჩენები.

ისტორიულად, ხდებოდა სახიფათო ნარჩენების ექსპორტისთვის მომზადება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საწარმოებში გადამუშავების მიზნით,ვინაიდან ადგილობრივ კომპანიებს არ შეეძლოთ ნარჩენების უსაფრთხო განთავსება. ჩვენ შევაფასეთ ქართველი ოპერატორები, რომლებსაც შეეძლოთ ევროსტანდარტების შესაბამისი სახიფათო ნარჩენების ინსინერატორის ოპერირება და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ კომპანიასთან ამ სფეროში. ამ ტიპის ობიექტის დაარსება წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის შესაძლებლობის განვითარების პროცესში.

პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება 

ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან, რომლებსაც სათანადო ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნიათ ქაღალდის,პლასტმასის, ლითონის და სხვა ტიპის ნარჩენი პროდუქტების გადამუშავებისთვის.


ველური ფაუნის დაცვა ჩვენი ობიექტების გარშემო

ჩვენი ინციდენტების მართვის გეგმით გათვალისწი ნებულია რეაგირების სპეციალური ღონისძიებები ისეთი ინციდენტების შემთხვევაში, რომელთა შედე ად დაღვრილი ნავთობი ველურ ფაუნას აზიანებს. ამ მიზნით, 2010 წელს, 1-ლი ნავთობსაქაჩი სადგურის მიმდებარედ მოვაწყვეთ ველური ფაუნის  სარეაბილიტაციო ცენტრი. 2014 წელს ველური ფაუნის ნავთობის დაღვრით გამოწვეულ ზიანზე რეაგირების საწვრთნელი ღონისძიება ჩავატარეთ

ველური ფაუნის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ჩვენ PSG1-ზე ავაშენეთ, აღჭურვილია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობებით. ნავთობის დაღვრით გამოწვეულ ველური ფაუნის დაზიანებაზე რეაგირებისათვის ჩვენი მზადყოფნის შესამოწმებლად მოხალისეებისათვის 3 ტრენინგი მოვაწყეთ, რომლებიც ფრინველების გადარჩენისა და ნავთობის დაღვრის საკითხებზე ტრენინგის საერთაშორისო კომპანიამ ჩაატარა (International Bird Rescue and the Oil Spill Training Company Ltd). ტრენინგი ჩაუტარდა არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ადგილობრივ სერტიფიცირებულ ვეტერინარებს და მოხალისეებს. BP-ს პერსონალის დახმარებით, ჯანდარის და წალკის ტბების მიდამოებში ორგანიზებულ ტრენინგში 36-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ეს ადგილები მათი გარემოსდაცვითი მოწყვლადობის გამო იქნა შერჩეული.

აღნიშნული ინივიატივების შედეგად შემოწმებული იქნა ჩვენი მზადყოფნა ველური ფაუნის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირების კუთხით. ასევე იდენტიფიცირებული იქნა საბაზისო მონაცემები, შესწავლილი იყო გარემოზე პოტენციური ზემოქმედება და სხვადასხვა დონის შესაძლო რეაგირების გზები იქნა შეფასებული.

განხორციელდა ნავთობის დაღვრის სიტუაციის მოდელირება გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გამოყენებით და ასევე შემოწმდა კომუნიკაციის გეგმები. თეორიული ელემენტების გარდა, ასევე ამოვიყენეთ ცენტრში არსებული ველურ ფაუნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირების აღჭურვილობა, რათა შეგვემოწმებინა მობილიზაციასთან,განლაგებასთან და ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული მიდგომები.

სასწავლო წვრთნებთან ერთად გავაანალიზეთ მიღებული გამოცდილება, მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც გავუზიარეთ ყველა მონაწილე მხარეს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

ვაგრძელებთ ობიექტების ექსპლუატაციას ჩვენი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში, რომელსაც გავლილი აქვს სერტიფიცირება საერთაშორისო ეკოლოგიური მართვის სისტემის სტანდარტის – ISO 14001-ის მიხედვით

ჩვენ მიერ დანერგილი კომპლექსური სისტემები გვეხმარება, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ HSSE ყველა შესაბამისი მოთხოვნა. ბოლო წლებში გარემოსდაცვით კანონმდებლობაში გატარებული არსებითი ცვლილებების შედეგად, 2014 წელს ჩვენ საფუძვლიანად გავაანალიზეთ გარემოსდაცვითი სფეროს მარეგულირებელი ჩარჩო. გამოვავლინეთ კონკრეტული ამოცანები, რომელთა განხორციელება საოპერაციო და გარემოსაცვით პერსონალს დაეკისრა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისი საკითხები შეტანილია შესაბამისობის უზრუნველყოფის მონაცემთა ბაზაში, რომლის მეშვეობით მათი შესრულების შემოწმება ხდება.

პროექტის შემუშავების და მისი განხორციელების საწყისი ეტაპის დროს გამოყენებული იქნა საქართველოში განხორციელებული სხვა პროექტების და საექსპლუატაციო საქმიანობის შესრულების შედეგად მიღებული გამოცდილება. პროდუქტიული თანამშრომლობა გაგრძელდა პროექტის თანამშრომლებთან SCPX ESIA განახლებული ვერსიის განხილვის პროცესში და ნარჩენების მართვის სფეროში მჭიდრო კოორდინირების დროსაც.

დაკისრებული ვალდებულებების შესრულება

2014 წელს BTC პროექტის თავდაპირველი კრედიტორების მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა გარემოსდაცვითმა კონსულტანტმა მე-16 წლიური პოსტ-ფინანსური აუდიტი ჩაატარა.ამ აუდიტორული შემოწმებების მიზანია BTC-ის გარემოს დაცვის და სოციალური ვალდებულებების შესრულების შემოწმება. აუდიტის შედეგად არც ერთი შეუსაბამობა არ იქნა გამოვლენილი.