როგორ ვმუშაობთ

საქართველოში ჩვენს საქმიანობას წარვმართავთ ჩვენი ღირებულებების, სისტემებისა და პროცედურების შესაბამისად. შრომის უსაფრთხოება და საოპერაციო რისკების მართვა ჩვენი ნებისმიერი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

BP-ში მოქმედი მმართველობითი, მენეჯმენტის და საოპერაციო სისტემები გვეხმარება, რომ პასუხისმგებლურად წარვმართოთ ჩვენი ბიზნესი.ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ მაღალი და თანმიმდევრული სტანდარტები უსაფრთხოების, პატიოსნების, გარემოს დაცვისა და პერსონალის მართვის პრინციპებთან მიმართებაში ყოველდღიურ საქმიანობაში და ყველგან, სადაც ვმუშაობთ.

ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, ბუნებრივია,რჩება გამუდმებული ყურადღება შრომის უსაფრთხოების მიმართ. რისკების მართვის გამართული სისტემა გვეხმარება, რომ დავიცვათ ჩვენს საწარმოებში დასაქმებული ადამიანები,ჩვენი საქმიანობის ადგილები და ჩვენი კაპიტალი.

ვაგრძელებთ ჩვენი სისტემების, პროცედურებისა და სტანდარტების დახვეწას, მათ შორის,ვცდილობთ უკეთ ვმართოთ რისკები, რომლებიც ჩვენი კონტრაქტორების და ჩვენი მონაწილეობით შექმნილი ერთობლივი საწარმოების
ოპერატორების ქმედებებს უკავშირდება.
ჩვენ მივმართავთ კონკრეტულ ქმედებებს ბუნებრივი გარემოს დასაცავად,რაც ჩვენი გრძელვადიანი გეგმების ზედმიწევნით შესრულებით და ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების ქმედითი ღონისძიებებით გამოიხატება.

ჩვენი საქმიანობა რეგულირდება გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001-ის მიხედვით.ჩვენ ვაანალიზებთ და  ვაკონტროლებთ  ჩვენი საქმიანობით გამოწვეულ  ზემოქმედებას გარემოზე ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგსა და წყლის რესურსებზე და მუდმივად მივისწრაფვით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მაჩვენებლები.ჩვენ ვეხმარებით კონტრაქტორებს, რათა მათი საქმიანობა ჩვენს გარემოსდაცვით სტანდარტებს მიესადაგებოდეს.

ვაგრძელებთ ჩვენი ობიექტების ექსპლუატაციას ჩვენი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში (EMS), რომელსაც გავლილი აქვს სერტიფიცირება საერთაშორისო ეკოლოგიური მართვის სისტემის სტანდარტის  ISO 14001-ის მიხედვით. 

2014 წელს BTC პროექტის თავდაპირველი კრედიტორების მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა გარემოსდაცვითმა კონსულტანტმა მე-16 წლიური პოსტ-ფინანსური აუდიტი ჩაატარა.ამ აუდიტორული შემოწმებების მიზანია BTC-ის გარემოს დაცვის და სოციალური ვალდებულებების შესრულების შემოწმება. აუდიტის შედეგად არც ერთი შეუსაბამობა არ იქნა გამოვლენილი.