შრომის უსაფრთხოება

ჩვენი მთავარი მიზანია – უსაფრთხო და საიმედო ოპერაციების შესრულება, კანონებისა და რეგულაციების მოთხოვნების სრული დაცვით. სამუშაოს შესრულების უმაღლესი მაჩვენებლების მიღწევასთან ერთად, ჩვენთვის უმთავრესია დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და ჩვენი წარმოების უსაფრთხოება

შრომის უსაფრთხოების მართვა

ვაგრძელებთ რეგიონალური დანაყოფის დონეზე წარმოების მართვის სისტემის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მუშაობის უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივაღწიოთ ჩვენიოპერაციების შესაბამისობას OMS-ის მოთხოვნებთან და ამ მიზნით ვატარებთ თვითკონტროლის ღონისძიებებს,რომელთა მეშვეობით ვაკონტროლებთ თითოეული მოთხოვნის შესრულების მხრივ არსებულ მდგომარეობას. ჩვენ მივმართავთ გეგმაზომიერ ქმედებებს, რათა შევინარჩუნოთ სტანდარტებთან შესაბამისობა რისკების დონეების შემცირებისა და ჩვენი მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

უცვლელი რჩება ჩვენი ვალდებულება – თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები, დავიცვათ ადამიანების უსაფრთხოება და გავუფრთხილდეთ გარემოს.

ჩვენი პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ინდივიდუალური უსაფრთხოების გარდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი საოპერაციო სისტემების და პროცესების მთლიანობის შენარჩუნებას სწორი სამშენებლო პრინციპების, საინჟინრო, საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პრაქტიკის პროცესის უსაფრთხოების დანერგვით.

ჩვენ განვსაზღვრეთ პროცესის უსაფრთხოების ძირითად რისკებს ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებისას და ვთხოვთ თანამშრომლებს შეგვატყობინონ პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები.

ჩვენ გვაქვს პროცესის უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტის ამსახველი რამდენიმე ყოველთვიური დასკვნა როგორიცაა საოპერაციო რისკების შეფასება და დასკვნები სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებთან შესაბამისობის და მუშაობის უსაფრთხო სისტემების შესახებ. მენეჯერების ყოველთვიურ შეხვედრებზე,რომლებსაც უძღვებიან საინჟინრო და ტექნიკური სპეციალისტები, ჩვენ ვიხილავთ მთავარი პროცესის უსაფრთხოების და მთლიანობის მართვის განხორციელების ინდიკატორებს. ბევრი მათგანი „წამყვანი“ ინდიკატორია, რომლებიც მიუთითებს ჩვენი კონტროლის სიძლიერეზე.

ჩვენ ვაწარმოებთ მცირე გაჟონვის ან დაღვრის შემთხვევების ამსახველ ანგარიშგებას, ჩანაწერებს და მონიტორინგს, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობა და ყველა ღონე ვიხმაროთ მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლო სერიოზული ინციდენტების რისკი. ჩვენ ვიყენებთ ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) სტანდარტს პროცესის უსაფრთხოების
შემთხვევების კლასიფიცირებისთვის და ჩვენთან 2014 წელს არ დაფიქსირებულა პროცესთან დაკავშირებული არც ერთი სერიოზული ინციდენტი.

შრომის უსაფრთხოების მაჩვენებლები და ინციდენტების შედეგად მიღებული გამოცდილება

2014 წლის განმავლობაში BP-სა და მისი კონტრაქტორების მიერ ნამუშევარმა დრომ 3.9 მლნ.კაცსაათი შეადგინა, ხოლო ავტოტრანსპორტით გავლილი კილომეტრების რაოდენობა 7.7 მილიონს გაუტოლდა, ამასთან, არ მომხდარა არც ერთი უბედური შემთხვევა ან მსხვილი ავარია.

ჩვენ ვიძიებთ თითოეულ ინციდენტს, რათა გამოვავლინოთ მათი გამომწვევი ფაქტორები და მიზეზები იმისათვის, რომ მივიღოთ სათანადო ზომები მომავალში მათ აღსაკვეთად და მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლო ნეგატიური შედეგები. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს თანამშრომლებსა დაჩვენს კონტრაქტორებს, რომ განაცხადონ ყველა შესაძლო ინციდენტის შესახებ გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვიურად ვაანალიზებთ მომხდარ ინციდენტებს და კვარტალში ერთხელ ვამზადებთ ტენდენციის ამსახველ ანგარიშებს, რომელთა მომზადებაში ჩართული არიან ექსპლუატაციის,ტექნიკური მომსახურების, პროექტების, საინჟინრო,ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) განყოფილებების სპეციალისტები.

ჩვენ ვაანალიზებთ უშუალო და სისტემურ მიზეზებს,გამოვავლენთ პრობლემურ არეებს, ვათანხმებთ და ვახორციელებთ გამოსასწორებელ ღონისძიებებს. ჩვენ ვაგრძელებთ BP-ის თანამშრომლებისა და კონტრაქტორების ცნობიერების ამაღლებას მიღებული გამოცდილებისა და უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პოტენციურად სერიოზული შედეგების მქონე ინციდენტებთან, გველებთან, სითბოსთან, სიცივესთან,ყინულთან, ცეცხლთან, მოცურებასთან, ფეხის წამოკვრასა და დავარდნასთან, თითების დაზიანებასთან, ბარიერებთან, სიმძიმის აწევასთან, ბუნებრივ რადიოაქტიურ ნივთერებებთან, უსაფრთხო მართვასთან და ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვასთან დაკავშრებული რისკები.

კრიზისული სიტუაციების მართვა

კრიზისული სიტუაციებისა და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფის სისტემის მართვის დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ ორიენტირებული ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება, ეფექტიანად გავუმკლავდეთ საგანგებო სიტუაციებს და თავი ავარიდოთ შესაძლო სერიოზულ დარღვევებს.

რეგულარულ მონიტორინგთან ერთად, ჩვენ აგრეთვე ვმუშაობთ პოტენციური კრიზისული სიტუაციების და ბიზნესის უწყვეტობის რისკების გამოვლენის მიმართულებით და ვაწყობთ რეგულარულ წვრთნებს ჩვენი ჯგუფების მზადყოფნის შესამოწმებლად.

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთკრიზისული სიტუაციების და ბიზნესის უწყვეტობის მართვის საკითხების,ნავთობის დაღვრაზე რეაგირებასა და ხანძარსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.ეს ყველაფერი კი მოითხოვს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას და გეგმებს, კარგი ხარისხის რეაგირების რესურსებს და მაღალ დონეზე მომზადებულ პერსონალს.

2014 წელს ჩვენ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების 100-ზე მეტი სასწავლო წვრთნა ჩავატარეთ სხვადასხვა სცენარის გამოყენებით და სხვადასხვა რეაგირების ჯგუფების მონაწილეობით. ჩატარებული წვრთნების შედეგად ჩვენ მოვამზადეთ და კომპეტენცია ავუმაღლეთ 12 ადგილზე მომუშავე მეთაურს, და შევარჩიეთ და მოვამზადეთ ინციდენტების მართვის ჯგუფის 11 ახალი წევრი.

რამდენიმეთვიანი დაგეგმვის და დისკუსიების პროცესის შემდეგ, 5 სექტემბერს ჩვენ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთდღიანი წვრთნა ჩავატარეთ, რომელიშიც ჩართული იყო საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეების ადამიანური და ფიზიკური რესურსები. აღნიშნულ საწვრთნელ ღონისძიებაში ჩართული იყო BP-ს კრიზისის მართვის მთელი რეგიონული სისტემა, BP საქართველოს ინციდენტების მართვის, ობიექტის რეაგირების, ქვეყნის მხარდაჭერის და ბიზნეს მხარდაჭერის გუნდების მონაწილეობით. სცენარისთვის შეირჩა მიწისძვრა,რომლის შედეგად სხვადასხვა ეროვნული ინფრასტრუქტურის გარდა, ასევე დაზიანდა მილსადენიც,რამაც ნავთობის დაღვრა გამოიწვია.

ჩვენ ასევე მონაწილეობა მივიღეთ ეროვნული მასშტაბის სასწავლო საწვრთნელ ვარჯიშებში,რომლებიც სექტემბერში ჩატარდა შავ ზღვაში ეროვნული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან (MTA) და სხვა საპორტო ოპერატორებთან თანამშრომლობით.