საქართველო

ნებისმიერ საკითხზე მუშაობის დროს, ჩვენ ვცდილობთ სწორად ვიმოქმედოთ

ჩვენი ძირითადი ბიზნესი ენერგიის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდებაა. ჩვენ საქართველოში 1996 წლიდან ვმუშაობთ და ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის სამი  მილსადენი  სტრატეგიული დანიშნულებისაა.  

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (WREP), ცნობილი აგრეთვე როგორც ბაქო-სუფსის მილსადენი, ჩვენს მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა, რომელიც 1999 წლიდან უსაფრთხოდ და წარმატებით ფუნქციონირებს. მილსადენის წარმადობა 100 000 ბარელია.

4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობსადენი პირველი პირდაპირი სატრანსპორტო ხაზია კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. სრული წარმადობით ფუნქციონირების შემთხევაში ნავთობსადენს დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია, რის შედეგადაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს.

სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP)ბუნებრივი აირის მიწოდებას ახორციელებს კასპიის ზღვის `შაჰ დენიზის” საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებზე. ბუნებრივი აირის ეს ახალი წყარო რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.მისი საშუალებით საქართველოს ბაზარზე პირველი კომერციული გაზი 2007 წლის იანვარში შემოვიდა

Sorry, you need Javascript enabled to view this video.

Loading video

please wait...

სამხრეთ დერეფნის

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი(SCPX) გაზრდის  სამხრეთ კავკასიის გაზსადენის არსებულ, 7 მილიარდი კუბური მეტრის წარმადობის სისტემის შესაძლებლობებს რათა  16 მილიარდი კუბური მეტრი დამატებითი გაზის გატარება მოხდეს ახალი, 48 დიუმიანი პარალელური გაზსადენით, რომელიც სამხრეთ კავკასიის არსებული გაზსადენის პარალელურად აშენდება. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში იგეგმება მთელი რიგი შენობა-ნაგებობების აშენება, კერძოდ კი, საქართველოში 2 ახალი საკომპრესორო სადგურის, ორი შუალედური დგუშის სადგურის (ერთი აზერბაიჯანსა და ერთიც საქართველოში), ექვსი 48 დიუმიანი ჩამკეტი სარქველის (ერთი საქართველოში და ხუთი აზერბაიჯანში), ხოლო საერთაშორისო საზღვრებზე - წნევის შესამცირებელი და საზომი სადგურების და საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ტრანს-ანატოლიის გაზსადენთან შემაერთებელი სადგურის მშენებლობა. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის განხორციელება დამოკიდებულია უსაფრთხო პროექტირებისა და ხარისხიანი მშენებლობის საერთო კონცეფციაზე.

ანაზღაურება და დახმარებები

BP საქართველო კომპანიის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან ხელფასებს და შეღავათებს.                                      

BP-ს თანამშრომლები სამუშაოს შესრულებისთვის ჯილდოვდებიან  სხვადასხვა ჯილდოებისა და ფულადი პრემიების სახითაც. ჩვენი თანამშრომლებისთვის მინიჭებული შეღავათები მოიცავს სამედიცინო და სტომატოლოგიურ დაზღვევას, ფიტნესსა და აქციების შეძენის გეგმას

პროფესიული განვითარება

პროფესიული განვითარება

Related content