საზოგადოება

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა საქმიანობამ სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახელობას და ამისათვის ვახორციელებთ პროგრამებსა და ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსახლეობის პოტენციალის ზრდას და ბიზნესის განვითარებას.

ჩვენ ვაფინანსებთ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე არის მორგებული და, ამავე დროს, ჩვენს ბიზნესსაქმიანობასთან არის კავშირში.

BP საქართველოში კვლავ ხელს უწყობს მაღალის სტანდარტის კორპორაციული პასუხისმგებლობის დამკვიდრებას ქართულ ბიზნესებში. BP საქართველოს წარმომადგენელი არის ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი. კომიტეტი ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, რომ დაამკვიდრონ და გააუმჯობესონ კორპორაციული პასუხიმგებლობის პრაქტიკა და ამ მიზნით უზრუნველყოფს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, კონკრეტული შემთხვევების ანალიზს და სამართლებრივი ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო დახმარების სააგენტოებთან და კრედიტორ ორგანიზაციებთან, ქვეყნის მრეწველობის სხვადასხვა დარგში მოქმედი სტანდარტების გასაუმჯობესებლად.

გასულ წლებში ვითანამშრომლეთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან , საქართველოში კორპორაციული მართვის სტანდარტის ამაღლების ინიციატივის ფარგლებში. ასევე, IFC-სთან ერთობლივად დავაფინანსეთ სამწლიანი პროექტი,რომელიც მიზნად ისახავდა სურსათის წარმოების სექტორში მოქმედი სტანდარტების დახვეწას. 

ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ყველა დონეზე.ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ვმუშაობთ კონკრეტული დასახლებების პრობლემებზე, ხოლო ზოგად სტრატეგიულ საკითხებს ქვეყნის ცენტრალურ მთავრობასთან განვიხილავთ. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოსთან, ნებართვებისა და ლიცენზიების მისაღებად,აგრეთვე მათი მხრიდან ჩვენი საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად.

ადგილობრივ თემთან თანამშრომლობა

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა საქმიანობამ სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ მიზნით პროგრამებსა და ინიციატივებს ვახორციელებთ, რომლებიც ხელს უწყობს მოსახლეობის პოტენციალის ზრდას და ბიზნესის განვითარებას

ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან

ჩვენ სისტემატური კავშირი გვაქვს ჩვენი მილსადენების სიახლოვეს მცხოვრებ თემებთან. BP ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური ურთიერთობები მილსადენების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობასთან. ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის მიზნები და კომუნიკაციის ფორმები აღწერილია ჩვენს „მოსახლეობასთან ურთიერთობის გეგმაში“.
BTC/SCP და WREP მილსადენების გასწვრივ მდებარე სოფლები კატეგორიებად არის დაყოფილი მათი სოციალური და ეკოლოგიური მოწყვლადობის მიხედვით და რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს ამ სოფლების მოსახლეობასთან.
ჩვენ გავაგრძელეთ თემებთან მჭიდრო ურთიერ თობები, რომელთა ფარგლებში 800-ზე მეტი საკონსულტაციო შეხვედრა ჩავატარეთ მოსახლე ობის მიზნობრივ ჯგუფებთან, ჩვენი მილსადენების გასწვრივ და მილსადენების ობიექტების სიახლოვეს მდებარე სოფლებში. ასეთი ინტენსიური ურთიერთობის წყალობით, კომპანიის სოციალური საკითხების ჯგუფის თანამშრომლები კარგად იცნობენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის აქტუალურსაკითხებს, ისმენენ მოსახლეობის პრობლემებს დააქვთ შესაძლებლობა, რომ მათ გადასცენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების წესებისა და მილსადენების დერეფანში მოქმედი შეზღუდვების შესახებ. ჩვენი შეხვედრების მიზნობრივი ჯგუფები
არიან სოფლის თავკაცები და რწმუნებულები,ადგილობრივი მაცხოვრებლები, მომჩივანები და მიწის მესაკუთრეები.  ჩვენ ასევე შევიმუშავეთ სათემო კალენდარი, რომელიც შეიცავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მიწის მესაკუთრეებისთვის საჭირო ინფორმაციას მილსადენების დაცული უსაფრთხოების ზონებისა და გარემოს დაცვის მარტივი გზების შესახებ.

მოსახლეობასთან ურთიერთობები სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში

ჩვენ გავაგრძელეთ ურთიერთობა მოსახლეობასთან სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში.
კერძოდ, გავმართეთ შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გავაცანით ჩვენი გეგმები და პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გავუზიარეთ. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ეკისრება ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრების ჯგუფს (CLOs), რომელიც ადგილობრივი თემების პრობლემების თაობაზე ინფორმაციას ისმენს და ამ პრობლემებზე რეაგირებას ახდენს, გარდა ამისა ამ ინფორმაციას პროექტზე მომუშავე თანამშრომლებს აწვდის და რჩევებს აძლევს მათ ამა თუ იმ დასახლებისთვის სპეციფიკური პრობლემების თაობაზე .

საჩივრებზე რეაგირება

ჩვენი საქმიანობა მრავალი სოფლისა და მუნიცი პალიტეტის სიახლოვეს მიმდინარეობს და მიწის ნაკვეთებისადმი წვდომას და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს. შესაბამისად, ზოგჯერ მოსახლეობას ჩვენ მიმართ პრეტენზიები უჩნდება. ჩვენ მესამე მხარეთა პრეტენზიებზე რეაგირების მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურა გაგვაჩნია, რომელიც ჩვენი მოსახლეობასთან ურთიერთობის სტრატეგიის ნაწილია.

ჩვენი პროგრამები

ჩვენ ვაფინანსებთ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე არის მორგებული და,ამავე დროს, ჩვენს ბიზნესსაქმიანობასთან არის კავშირში.

2003 წელს ჩვენ პირველად წამოვიწყეთ „ სათემო განვითარების პროგრამა“, რომელიც დაკავშირებული იყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან BTC/SCP მილსადენებზე. იმ დროიდან მოყოლებული ჩვენ პარტნიორებთან ერთად, მთელი რიგი პროექტების განხორციელებაში შევიტანეთ წვლილი საქართველოში, რომელთა მიზანი იყო ადგილობრივი თემების დახმარება, ბიზნეს გარემოს ხელშეწყობა, განათლების დონის გაუმჯობესება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი გარემოს დაცვა.

ინიციატივებს შორის იყო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებში მეწარმეებს რეგულირების ტვირთი შეუმსუბუქდათ და კორპორაციული მმართველობის პრინციპები გაუმჯობესდა;
მოსახლეობამ მიიღო მეტი ინფორმაცია ენეგოეფექტურობის საკითხებზე, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სადემონსტრაციო ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებამ; სამაგისტრო დონის სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით ნიჭიერ ქართველ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სწავლა გაეგრძელებინათ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში; გარემოს დაცვის სფეროში მიღვაწე ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტები იქნა გამოყოფილი, რომელთა მიზანია იყო ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკების დანერგვისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელების გზით. ეს მხოლოდ რამდენიმე პროგრამაა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ.

ადგილობრივი საწარმოების ხელშეწყობა

„ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. 2012 წლის მაისში ინიციატივის მეოთხე ეტაპი დაიწყო, რომლის ძირითადი მიმართულებები უფრო მეტად არის მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, რადგანაც დროთა განმავლობაში მოცემული პროგრამა იხვეწებოდა. CDI პროგრამის განხორციელება 2003 წელს დაიწყო

რეგიონების განვითარების ხელშეწყობა

ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივის მეხუთე ფაზა (CDI 5) მიზნად ისახავს პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავებას კომპანიასა და მილსადენების მარშრუტის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის. პროგრამა მიმართულია სოციალური თანამშრომლობის, აგრარული წარმოებისა და რეგიონალური აგრობიზნესის განვითარების
ხელშეწყობაზე მიმართული მდგრადი მოდელების დანერგვაზე. მაგალითად, პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია დახმარების გაწევა მცირე ბიზნესების დაწყებაში, რაც გულისხმობს ტრენინგების ჩატარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ბიზნესის დაგეგმვა, ბაზრის ფუნქციონირების პრინციპები, „ღირებულების წარმოების ჯაჭვის“ (“value chain”) ცნების განმარტება, პროდუქცია და ფასი, პროდუქტის ცნება და ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია,რეალიზაცია და მარკეტინგი.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა პროგრამების განხორციელების პროცესში

ჩვენი „ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივის“ (СDI) მეხუთე ფაზის განმახორციელებელი პარტნიორებია ორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი“ და “რეგიონალური განვითარების ასოციაცია“. 

ბიზნესის განვითარების მოდელი

„ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივამ“ დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც სათემო განვითარების მოდელმა. 2014 წელს ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისთვის გაგვეწია კონსულტაცია და გაგვეზიარებინა სათემო განვითარების ინიციატივის განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება, რაც მათთვის ღირებულ ინფორმაციას წარმოადგენდა სამინისტროს ახლად ჩამოყალიბებული „მეწარმეთა განვითარების სააგენტოს“ საქმიანობის და ხელშეწყობის პროგრამის დასაწყებად.

CDI ასევე იმ სოფლებშიც ხორციელდება, რომლებიც  WREP-ის პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცნენ. ამ სოფლებში განმახორციელებელი პარტნიორი საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაა. აქ პროგრამის მიზანია 100-ზე მეტი ოჯახისთვის დახმარების გაწევა, რომელთა ტერიტორიაზე მილსადენი გადის. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ახალგაზრდების დახმარებაა გათვალისწინებული.

CDI პროექტის არეალში მდებარე სამიზნე სოფლების საერთო რაოდენობამ,BTC/SCP-ის მილსადენების მიმდებარე ტერიტორიებზე 79 და WREP-ის მიმდებარე ტერიტორიებზე 120 შეადგინა.

სტატიები


პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

ჩვენი საქმიანობის განვითარების პროექტების მხარდაჭერა

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა საქმიანობამ სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ მიზნით პროგრამებსა და ინიციტივებს ვახორციელებთ, რომლებიც ხელს უწყობს მოსახლეობის პოტენციალის ზრდას და ბიზნესის განვითარებას

პროექტების მართვის კოლეჯი

პროექტების მართვის კოლეჯი (PMC), რომელიც 2009 წელს გაიხსნა BP-ს და მისი პარტნიორების ESI International-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივიტ, მსმენელებს სთავაზობს შვიდი მოდულისგან შემდგარ სასწავლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, მსმენელებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ენიჭებათ. კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP®) სერტიფიკატი, რომელსაც Project Management institute (PMI®)გასცემს.

აკადემიური კურსი მოიცავს ერთ წელზე გადანაწილებულ 24 სასწავლო დღეს. კოლეჯმა ფუნქციონირების პირველი 5 წლის განმავლობაში 252 მსმენელისგან შემდგარი 13 ნაკადი მიიღო, აქედან 215-მა კოლეჯი მაგისტრის სერტიფიკატით დაამთავრა, ხოლო 14-ს პროექტების მართვის პროფესიონალის სერტიფიკატი მიენიჭა.

კოლეჯის სტუდენტების კონტინგენტს შეადგენენ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის არიან როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება

BP-ს და მისი პარტნიორების მიერ დანერგილი ტექნოლოგიები  ხელს უწყობს CO2 ემისიების შემცირებას საქართველოში 

BP-მ სამწლიანი პროექტის ‘განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის პროექტები საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის‘ შედეგები შეაჯამა.

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ს და მისი ნავთობის და გაზის პროექტების პარტნიორების მიერ. პროექტს ახორციელებს ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველო. პროექტის მიზანია ეროვნული ენერგოუსაფრთხოების და გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძებების ხელშეწყობა, საქართველოში ენერგოეფექტრურობის გაუმჯობესების და სხვადასხვა საშუალებების და მოწყობილობის მიწოდების გზით CO2 ემისიების შესამცირებლად.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების ინიციატივების ფარგლებში, ჩვენ მრავალ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება

პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის „მერების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საქმიანობის მხარდაჭერას. „მერების ხელშეკრულებას“მიერთებული ქალაქების მუნიციპალიტეტებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომელიც 2020 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს, რაც ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმების განხორციელებას მოითხოვს.
პროგრამა დააფინანსა 8 მსხვილი სადემონსტრაციო პროექტი საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების პრაქტიკული მაგალითებია და სტიმულს მისცემს სხვა პროექტების განხორციელებას. ამ მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე მუნიციპალიტეტებში შეირჩა საზოგადოებრივი შენობები, მაგალითად, სკოლები, ბაგა-ბაღები, სამედიცინო ცენტრები, სახელოვნებო და სპორტული სკოლები და ბავშვთა სახლები. თითოეულ ქალაქში დასაფინანსებლად შეირჩა ერთი პროექტი, რომლის ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 60 ათასი აშშ დოლარია.
დღეისთვის ოთხი პროექტი განხორციელდა სამ მუნიციპალიტეტში: გორი, თელავი და რუსთავი. დაწყებულია მუშაობა განსახორციელებელი პროექტების იდენტიფიცირების მიზნით სხვა მუნიციპალიტეტებში.

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროექტი საქართველოში

მოცემულ პროექტს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ახორციელებს და მისი მიზანია მდგრადი კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზით.
პროექტში 3 საკვანძო სფეროა გამოკვეთილი:
• საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება (პირველ რიგში დღგ).
• საბაჟო პროცედურების და სისტემების გამარტივება.
• ინვესტიციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვა სავაჭრო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშესაწყობად.

პირდაპირი ბენეფიციარები ამ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო შემოსავლების სამსახური იქნებიან. დროთა განმავლობაში, გამარტივებული ადმინისტრაციული გარემო უფრო მეტ სარგებელს მოუტანს მოქმედ კომპანიებს.

ვაჭრობის და ინვესტიციების ხელშეწყობა

ჩვენ ვაფინანსებთ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) საქმიანობას, რომელიც BP-ის მიერ 2004. წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული „ვალდებულების“ ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი
300 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით არის დაფუძნებული. EUGBC არის ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზნებია:
• ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისება.
• საქართველოს, როგორც ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით.
• საბჭოს წევრების საერთო ბიზნეს ინტერესების გატარება და დაცვა.
• ევროკავშირსა და საქართველოს ბიზნესებს, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების წრეებს შორის კავშირების ხელშეწყობა.
ბიზნეს საბჭოს წევრები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია და ქართველ ექსპორტიორთა ასოციაცია.


მედიის შესაძლებლობების განვითარება

ენის ტრენინგ-პროგრამა ქართველი ჟურნალისტებისთვის „ინგლისური მედიისთვის“ ძალიან მოთხოვნადი პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობა თბილისისა და რეგიონების 300-მდე ჟურნალისტმა მიიღო 2005 წელს მისი დაარსების შემდგომ პროგრამას BP-ს ფინანსური დახმარებით ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სასწავლო პროგრამა თანადროული იყოს. შარშან პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეეძლოთ ტომსონის ფონდის ლექტორების ლექციებზე დასწრება.

ტომსონის ფონდი მედიის განვითარების ერთ ერთი უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა,რომელსაც ორმოცდაათწლიანი ისტორია აქვს ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ჩატარების სფეროში.კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბლოგები, სოციალური პლატფორმები, ადამიანის შექმნილი და სოციალური მედია-კონტენტის გადამოწმება, და მონაცემთა ჟურნალისტიკა. ტრენინგის დროს ჟურნალისტებს მიეწოდებათ სხვადასხვა სახის ციფრული რჩევები და ინსტრუმენტები დროის გრაფიკების, რუკების, პანორამების, ანოტირებული სურათების და სხვა მულტიმედიური კონტენტის შესაქმნელად.

სპორტი

BP საქართველოში ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია 2011 წლიდან დღემდე

კომპანია ბი-პი საქართველოში საქართველოს პარალიმპური კომიტეტის და საქართველოს ელჩი პარასპორტსმენების ოფიციალური პარტნიორია 2011 წლიდან დღემდე. 
კომპანიამ ხელი შეუწყო  საქართველოს პარალიმპიურ გუნდს განვითარების გეგმების განხორციელებაში, ლონდონის 2012 და რიოს 2016 წლის თამაშებისთვის მზადებაში და აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტთან და საქართველოს პარასპორტსმენებთან 2020 წლის ჩათვლით.  

კომპანია ბი-პი  პარალიმპიური მოძრაობის მარეგულირებელი ორგანოს საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის საერთაშორისო პარტნიორია.