1. მთავარი
  2. სიახლეები
  3. სტატიები

ბი-პი-ს აღმასრულებელი დირექტორი და კლიმატის ლიდერი: ჩვენ შევძლებთ კლიმატის ცვლილებას ვებრძოლოთ თუკი ბიზნესები დაგვეხმარებიან

8 თებერვალი 2021 

ბერნარდ ლუნი ბი-პი-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია. კრისტიანა ფიგუერესი კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციის აღმასრულებელი მდივანი იყო 2010 წლიდან 2016 წლამდე. მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა კლიმატის ცვლილების მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა ისტორიული მნიშვნელობის მქონე კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების შესრულების ზედამხედველობას. ამჟამად იგი ‘გლობალ ოპტიმიზმის’ თანადამფუძნებელი, საუკეთესო გაყიდვების მქონე ავტორი და კლიმატის ცვლილების პოდკასტის - ‘აღშფოთება+ოპტიმიზმი’-ს თანაწამყვანია. აქ კომენტარებში გამოხატული მოსაზრებები მათ ეკუთვნით. 

ჩვენ შეიძლება უცნაურ, ცუდ ბიჭებად ვჩანდეთ - კლიმატის ცლილების გლობალური ლიდერი და მრავალეროვანი ნავთობის კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი - მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი სერთო დამახასიათებელი ნიშანი, რაც მსოფლიოს ყველაზე მეტად სჭირდება: ჯიუტი ოპტიმიზმი და ყოვლისმომცველი ჩართულობის დაუოკებელი ვალდებულება. 

 

სწორედ ამ ორმა თვისებამ ორი წლის წინ, 2015 წელს მსოფლიოს პარიზში გაერთიანების  საშუალება მისცა და კლიმატის ცვლილების შესახებ წინსვლის გზა აპოვნინა. პარიზის ხელშეკრულება ქვეყნებს ნახშირბადის გამომუშავების შემცირებას და გლობალური დათბობის 2 გრადუსზე გაცილებით ქვემოთ შენარჩუნებას ავალდებულებს, შესაბამისი ძალისხმევით, რომ ამ მაჩვენებელის ზღვარი 1.5 გრადუსით შემოიფარგლოს.

ახლა ჩვენ ვიწყებთ ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი ათწლეულის მეორე წელს, როდესაც კონკრეტული ქმედება უმნიშვნელოვანესია ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულების მიზნების მისაღწევად. პარიზის შეთანხმების შემდეგ, 100 ქვეყანაზე გაცილებით მეტმა დადო პირობა 2050 წლამდე ან უფრო ადრე მიაღწიოს სათბური აირების ემისიის სუფთა ნულოვან ნიშნულს. რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ იმ რაოდენობის ემისია მოხდება რამდენის დაბალანსებაც შესაძლებელია შეწოვის საშუალებით - მაგალითად, ტყეების, ტორფიანი ჭაობების, მანგოს ნარგავების, ნიადაგის და წყალმცენარეების მიერ, - და რასაც ატმოსფეროში ამჟამად მიმდინარე ემისიის საგრძნობლად დიდი შემცირება დასჭირდება.  

 

ჯო ბაიდენის ამერიკის პრეზიდენტად ინაგურაცია ამ თვეში და სავარაუდოდ ამერიკის  ხელახალი შეერთება პარიზის ხელშეკრულებასთან, ქვეყნების გეგმები, რომ მნიშვნელოვნად შეამცირონ თავიანთი სათბური აირების ემისია, მსოფლიოს ამჟამინდელი ემისიების ორ-მესამედს და გლობალური საერთო შიდა პროდუქტის 50% შეადგენს.

 

შეიძლება ითქვას, რომ პარიზის ხელშეკრულებამ ისეთივე ძლიერი ზემოქმედება იქონია კომპანიებზე, როგორც ქვეყნებზე. მხოლოდ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა კომპანიამ დაიწესა თავისთვის სუფთა ნულოვანი მიზნები. თანაც, ეს კომპანიები არ არიან მცირე კომპანიები. პრინცის პასუხისმგებელი ბიზნესგაერთიანების თანახმად, FTSE 100-ში შემავალი კომპანიების 45%-ს აღებული აქვს სუფთა ნულოვანი მიზანი 2050 წლამდე ან უფრო ადრე.

 

ყოველ შემთხვევაში, კომპანიები  სახელმწიფოებს უსწრებენ პარიზის მიზნებში ჩართულობით - რაც სწორედ ის არის, რაც მსოფლიოს სჭირდება. მთავრობები არეგულირებენ და ხელს უწყობენ, მაგრამ ემისიების რეალურად შემცირება სხვათა სამოქმედო სფერო და განსახორციელებელია. კომპანიების წვლილი  უდიდესია ამ სფეროში - და თავის მხრივ საზოგადოებაც უნდა დაეხმაროს მათ. როგორ უნდა შევძლოთ ამ ცვლილების კიდევ უფრო გაფართოება და დაჩქარება? 

 

თუკი სამუშაოს ეძებ, თვალი აარიდე კომპანიებს, რომლებსაც არ გამოუქვეყნებიათ ნახშირბადის ემისიების შემცირების მკაფიო გეგმები და განაცხადი იმ კომპანიების პოზიციებზე შეიტანე, რომლებიც ნამდვილად ერთგულად ცდილობენ დადებითი ცვლილება მოახდინონ - და არა მხოლოდ მწვანე, არამედ იმ კომპანიებსაც შეხედე, რომლებიც ერთგულად ცდილობენ გახდნენ უფრო მწვანე და მიზნად სუფთა ნულოვან მიზანს ესწრაფვიან.

 

თუკი ინვესტორი ხარ, რომელსაც კაპიტალის პასუხისმგებლურად განთავსება უნდა, დააბანდე ის მწვანე კომპანიებში. თუმცა იმისთვისაც გამოიყენე, რომ მხარში ამოუდგე იმ კომოპანიებს, რომლებიც ყავისფერიდან მწვანედ გარდასახვას ცდილობენ. დაეხმარე იმათ, რომლებიც რეალურად ამცირებენ ნახშირბადს და კლიმატ-მედეგ სტრატეგიებს ახორციელებენ.

 

მთავრობებმა, რომლებსაც სუფთა ნულოვანი ამბიციების მიღწევა სურთ და ამასთანავე მწვანე კომპანიებს აღორძინების პირობებს უქმნიან, უნდა იპოვონ გზები, რომ ყველა კომპანიას - დიდსა და პატარას - სურვილი გაუჩნდეს იყოს მწვანე.

 

2015 წელს, როდესაც ქვეყნები პარიზში შეიკრიბნენ, ყველა ჩვენგანმა სასიცოცხლო გაკვეთილი ვისწავლეთ, რომ წინსვლისთვის აუცილებელია  ნებისმიერი ქვეყნა იყოს თანასწორუფლებიანი მოთამაშე და მისი  შესაძლებლობები მივიღოთ როგორც მისი თანასწორი შენატანი ამ საქმეში. ხელშეკრულება ერთიანი მოქმედების ჩარჩოს განსაზღვრავს - და როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი ქვეყნებისთვის - სადაც გათვალისწინებულია ის განსხვავებული გარემოებები და საჭიროებები, რაც ამ ქვეყნებს ეხება. პარიზის მიზნების მიღწევა ყოველი ჩვენგანის ძალისხმევას მოითხოვს - არა მხოლოდ ქვეყნების, არამედ კომპანიების, ადგილობრივი მთავრობების და ინდივიდებისაც კი. ახლა როცა გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციის, COP26-ის გზაზე ვდგავართ, რომელიც ნოემბერში გლაზგოში გაიმართება, ეს გაკვეთილი უმნიშვნელოვანესია.

 

დიდი, შემდგარი კომპანიების წვლილი ამ საქმეში უდიდესია, იმ კომპანიების, რომლებიც ამჟამად მაღალი ემისიების სექტორებში მოღვაწეობენ, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მძიმე ინდუსტრია. ეს კომპანიები უმაღლესი დონის პრინციპების შესაბამისად მუშაობენ და მათ მხარს უჭერენ მთავრობები, ინვესტორები და საზოგადოება. მათ აქვთ მასშტაბი და შესაძლებლობები, რაც შესაძლებელს ხდის ემისიების დაჩქარებულ და მნიშვნელოვან შემცირებას.

 

გასულ წელს კომპანია ბიპი-მ გამოაცხადა თავისი ამბიცია გახდეს სუფთა ნულოვანი კომპანია 2050 წლისათვის და დაეხმაროს მსოფლიოს სუფთა ნულოვანის მიღწევაში. მან ასევე დასახა სტრატგია 111 წლის ისტორიის მქონე კომპანიისთვის - მისი მიზნებია 10-ჯერ გაზარდოს ნახშირბადის დაბალი შემცველობის პროექტებში ინვესტიციები, 40%-ით შეკვეცოს ნავთობის და გაზის წარმოება და 35%-დან 40%-მდე შეამციროს ემისიები. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული გაბედული ნაბიჯია.

 

იმ კომპანიების ჩართულობა, რომლებზეც ნახშირბადის შემცირება ყველაზე დიდი რაოდენობით მოდის, უმნიშვნელოვანესია კლიმატის მიზნების მისაღწევად. ეს კომპანიები უნდა იყვნენ დაბალ და უნახშირწყალბადო  დაგაწყვეტილებებზე დაგასვლის პროცესის ნაწილი, იმისათვის, რომ  არსებობდეს პარიზის ხელშეკრულების შესრულების შანსი.   უფრო მეტი და მეტი კომპანია ცდილობს თავისი როლი ითამაშოს ამ საქმეში და მსოფლიოს მოლოდინები, რომ ისინი ასე მოიქცევიან ძალიან დიდია.

 

დეკარბონიზაციის, როგორც შესაძლებლობის და არა დამატებითი ტვირთის მიღებამ, მრავალ მსხვილ კომპანიას უბიძგა სუფთა ნულოვანი ემისიების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევის ვალდებულება ეკისრა. ზოგიერთი მათგანი ამას 2040 წლამდე ან უფრო ადრე გეგმავს, თუმცა სხვა სექტორებისთვის შემცირება უფრო ძნელია  და მეტი დრო დასჭირდებათ.

 

1.5 გრადუსის შესაძლებლობის მისაღწევად, რომელიც საფრთხის ქვეშაა, ჩვენ მონაწილეობისთვის კარი ფართოდ ღია უნდა გვონდეს. მსოფლიოს სჭირდება, რომ ყველამ ერთად იმუშაოს ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე  - და თან სწრაფად.