1. მთავარი
  2. სიახლეები

სიახლეები

პრეს რელიზები და სტატიები

 

 

 

 

 

USAID და bp ერთობლივი ძალებით უწყობენ ხელს საქართველოს თემების განვითარებას

2021 წლის 27 ივლისი –USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და bp საქართველოს ხელმძღვანელმა აიტან ჰაჯიევამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ორივე ორგანიზაცია ერთობლივად შეუწყობს ხელს საქართველოს თემების გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში USAID, bp-ისთან ერთად ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკის გაძლიერებას. ამასთანავე, USAID და bp შეეცდებიან ერთობლივი ძალებით მოიძიონ ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების გადაჭრას შეუწყობს ხელს და წაახალისებს რეგიონალურ თანამშრომლობას.

USAID-ის მზარდი აქცენტი კერძო სექტორის ჩართულობაზე

არსებული მემორანდუმი ასახავს USAID-ის სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს - გააფართოვოს და გააღრმავოს კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას. კერძო სექტორთან პარტნიორობით სააგენტო მიზნად ისახავს გააძლიეროს  საქართველო გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, შექმნას ანგარიშვალდებული ინსტიტუტები და მიაღწიოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.  USAID მოხარულია bp-სთან პარტნიორობით და ელის, რომ ერთად შეძლებენ მედეგობის გაძლიერებას რეგიონებში და ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც შეამცირებს კლიმატურ ცვლილებებს.

“bp საქართველოსთან დაწყებული ეს პარტნიორობა შესაძლებლობას მისცემს USAID-ს გავაძლიეროთ საქართველოს რეგიონების მედეგობა, რომელიც 2020 წელს დაწყებული ჩვენი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია “- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა. „bp და USAID წლების განმავლობაში თანამშრომლობენ, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს თემებში მედეგობას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის მოწყვლად მოსახლეობას, რომელებიც  საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. ველით, რომ ერთად შევქმნით და დავაფინანსებთ ახალ ინიციატივებს, რომლებიც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე.“

bp საქართველოს ხელმძღვანელმა, აიტან ჰაჯიევამ განაცხადა, რომ „bp-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიის მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება.  რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენი გეგმის განხორციელებას  - განახლებული ენერგიით უზრუნველვყოთ მოსახლეობა და დედამიწა. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა USAID-თან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და რესურსები, რათა ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას იმ თემებში, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ. ეს თანამშრომლობა საქართველოს მოსახლეობას დაეხმარება მედეგობის გაზრდაში, რასაც მოჰყვება მდგრადი შემოსავლები ოჯახებისა და დასაქმებული ადამიანებისათვის.“

არსებული პარტნიორობის განვითარება

ურთიერთგაგების მემორანდუმი ეფუძნება USAID -სა და bp-ს შორის  უკვე არსებულ წარმატებულ პარტნიორობას. 2018 -2020 წლებში USAID-მა პროგრამის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ითანამშრომლა bp-სთან. ამ თანამშრომლობის შედეგად განახორციელდა ერთობლივი პროექტები ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენებთან  არსებულ  41 სოფელში შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. USAID-მა და bp-მ ერთობლივად დააფინანსეს 685 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები, რომლის ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაფართოების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა გრანტები, ჩაუტარდა ტრენინგები და გაეწია ტექნიკური დახმარება.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgiaAbout.  

bp-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:  bp უკვე 25 წელია საქართველოში  ნავთობის და გაზის მსხვილ პროექტებზე მუშაობს თავისი პარტნიორების სახელით. ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენი ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით ამარაგებენ საერთაშორისო ბაზრებს. კომპანია  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში.  დღემდე ენერგო ინფრასტრუქტურაში  4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 100 მილიონი აშშ დოლარი  დაიხარჯა და მიმართულია მდგრადი განვითარების პროექტებზე.  ნავთობისა და გაზის პროექტების პარტნიორებთან, დონორებთან და ბიზნესპარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ადგილობრივ თემებს და ფართო საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებთ პროგრამებს როგორიცაა - ენერგიასთან და ენერგო ეფეტურობასთან წვდომა, ბიზნეს სტარტაპები და სოფლის მეურნეობა, განათლება და პარალიმპიური სპორტი. 2003 წელს bp-მ და მისმა ნავთობისა და გაზის პარტნიორებმა დაიწყეს ახალი პროგრამა- „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების  ინიციატივა“, რომლის ფარგლებშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  www.bpgeorgia.ge  

პრეს რელიზები და სტატიები
2021 წლის 1-ლი კვარტალის შედეგები pdf / 187.3 KB სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლის ბი-პი-დან სოკარზე გადაცემა დასრულდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი სოკარს გადაეცემა pdf / 147.1 KB BP საქართველო და USAID Zrda საქართველოში თემების მხარდასაჭერად, 2017წ. დეკემბერი pdf / 348.4 KB ბი პი-ს მხარდაჭერით გაიმართა აზერბაიჯანელი ჯაზის ვირტუოზის ვაგიფ მუსტაფაზადეს შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა, 2017წ. ნოემბერი pdf / 58.5 KB BP-ს და მისი პარტნიორების მიერ დანერგილი ტექნოლოგიები ხელს უწყობს CO2 ემისიების შემცირებას საქართველოში, 2017წ. ივნისი pdf / 209.8 KB კომპანია ბი-პი და საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი აგრძელებენ თანამშრომლობას 2020 წლის ჩათვლით, 2017წ. მარტი pdf / 144 KB ბი-პი ეხმარება სტიქიით დაზარალებულებს, 2015წ. ივნისი pdf / 149.1 KB

 

 

 

 

 

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლის ბი-პი-დან სოკარზე გადაცემა დასრულდა

2021 წლის 2 აგვისტო  - სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია აცხადებს, რომ 2021 წლის 1  აგვისტოს დასრულდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორის როლის გადაცემა კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი-დან კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედ-ზე. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი სოკარის სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა განხორციელდა მილსადენის მფლობელთა განახლებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელსაც ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა, და ის შაჰ დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის შესახებ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების ნაწილია. ხელშეკრულება უფლებას ანიჭებს  სოკარს გახდეს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დასრულებიდან ერთი  წლის თავზე. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი დასრულდა 2019 წლის მარტში. ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში, სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი, ოფიციალურად გახდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის  ტექნიკური ოპერატორი, შეთანხმებული გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით.

გარდამავალი პერიოდი რომელიც დაიწყო 2020 წლის მარტში წარმატებით დასრულდა 2021 წლის ივლისში. მიუხედავად COVID-19 გამო წარმოქმნილი გამოწვევებისა ბი-პი და სოკარი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რათა ეფექტურად განეხორციელებინათ გარდამავალი პროცესის ყველა ასპექტი.

სოკარის პრეზიდენტმა, ბატონმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა: ‘სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის წარმატებული 6-წლიანი კომერციული ოპერატორობის შემდეგ სოკარი ახლა უკვე  სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორია.  ეს კიდევ ერთი უზარმაზარი მიღწევაა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისთვის,  ექსპლუატაცია გაუწიოს საერთაშორისო გაზსადენს.  სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთია სამხრეთის გაზის კორიდორის, რომლის მიზანია გაზარდოს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი, მხარი დაუჭიროს ენერგო უსაფრთხოების, მიწოდების დივერსიფიცირების და დეკარბონიზაციის ამოცანებს თურქეთსა და ევროპაში. კიდევ ერთხელ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბი-პი-ს შესანიშნავი პარტნიორობისა და ოპერატორობისთვის სამხრეთის გაზის კორიდორის თითოეულ სეგმენტზე“.

სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ფუად მ. აჰმადოვმა განაცხადა : „ ჩვენ ვამაყობთ რომ გავხდით სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის ტექნიკური ოპერატორი. ამავე დროს სრულად ვაცნობიერებთ თუ  რა უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვეკისრება.  როგორც მემკვიდრე ტექნიკური ოპერატორი, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ბი-პი-სთან და ყველა პარტნიორთან, რათა შევინარჩუნოთ უსაფრთხოების მაღალი დონე, ეფექტურობა, გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგები, რაც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიამ მიაღწია ბი-პი-ს ოპერატორობით. დარწმუნებულები ვართ რომ ერთად მუშაობით ჩვენ მოვუტანთ მნიშვნელოვან სარგებელს ჩვენს ქვეყნებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და მოსაზღვრე მოსახლეობას“.

ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონალურმა პრეზიდენტმა, ბატონმა გარი ჯონსმა განაცხადა: ‘ჩვენ მოხარული ვართ, რომ გარდამავალი პერიოდის დეტალური და ამომწურავი პროცესის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორის როლი სოკარს წარმატებით გადაეცა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს ევროპულ ბაზრებს პირველად აწვდის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად მუშაობა გავაგრძელოთ, რათა უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და გრძელვადიანი საიმედოობა.   სოკარს მოაქვს მდიდარი გამოცდილება როგორც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის კომერციულ ოპერატორს.  და ჩვენ გვჯერა, რომ როგორც კომერციული ოპერატორი, ის კვლავ გააგრძელებს მაღალეფექტურ და კომპეტენტურ საქმიანობას. ვართ რა შაჰ-დენიზის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის უმსხვილესი აქციონერი, ჩვენ ერთგულად ვაგრძელებთ სოკართან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ მათ ამახალი პასუხისმგებლობის საქმეში, რომელშიც უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ’.

ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონის საექსპორტო მილსადენების ექსპლუატაციის მენეჯერმა, ბატონმა ელდარ გაზიევმა განაცხადა:’ სამხრეთ კავკასიის მილსადენი 2006 წლიდან უსაფრთხოდ და საიმედოდ მუშაობს, რაც უმეტესწილად მილსადენის ექსპლუატაციის თანამშრომლების და მუშახელის დამსახურებაა. სწორედ ტექნიკური ოპერატორის როლის გადაცემის ამ მნიშვნელოვან დროს, მადლობა მინდა გადავუხადო მათ განსაკუთრებული ერთგულებისათვის და შესანიშნავი საქმიანობისათვის, რომლის შედეგადაც ერთიანი საექსპორტო სისტემა დღემდე უსაფრთხოდ მუშაობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სოკარისთვის ოპერატორის როლის გადაცემის შემდეგ გაგრძელდება უსაფრთხო ექსპლუატაციისადმი და თანამშრომლების შესაძლებლობებისადმი ყურადღება, მისი მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. ჩვენი ერთობლივი მუშაობა გარდამავალ პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. განსაკუთრებით საამაყოა რომ გარდამავალი პერიოდი უსაფრთხოდ და წარმატებით დასრულდა და რომ მას მილსადენის უსაფრთხო მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.  მადლობა მინდა გადავუხადო ბი-პი-ს და სოკარის გუნდებს შესანიშნავი მუშაობისთვის’.