ჩვენ სისტემატური კავშირი გვაქვს ჩვენი მილსადენების სიახლოვეს მცხოვრებ თემებთან. bp ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური ურთიერთობები მილსადენების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობასთან. ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის მიზნები და კომუნიკაციის ფორმები აღწერილია ჩვენს „მოსახლეობასთან ურთიერთობის გეგმაში“.
BTC/SCP და WREP მილსადენების გასწვრივ მდებარე სოფლები კატეგორიებად არის დაყოფილი მათი სოციალური და ეკოლოგიური მოწყვლადობის მიხედვით და რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს ამ სოფლების მოსახლეობასთან.
ჩვენ ვაგრძელებთ თემებთან მჭიდრო ურთიერთობებს, რომელთა ფარგლებში ათასზე მეტი საკონსულტაციო შეხვედრა ჩავატარეთ მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებთან, ჩვენი მილსადენების გასწვრივ და მილსადენების ობიექტების სიახლოვეს მდებარე სოფლებში. ასეთი ინტენსიური ურთიერთობის წყალობით, კომპანიის სოციალური საკითხების ჯგუფის თანამშრომლები კარგად იცნობენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის აქტუალურ საკითხებს, ისმენენ მოსახლეობის პრობლემებს დააქვთ შესაძლებლობა, რომ მათ გადასცენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების წესებისა და მილსადენების დერეფანში მოქმედი შეზღუდვების შესახებ.
ჩვენი შეხვედრების მიზნობრივი ჯგუფები არიან სოფლის თავკაცები და რწმუნებულები,ადგილობრივი მაცხოვრებლები, მომჩივანები და მიწის მესაკუთრეები. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ სათემო კალენდარი, რომელიც შეიცავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მიწის მესაკუთრეებისთვის საჭირო ინფორმაციას მილსადენების დაცული უსაფრთხოების ზონებისა და გარემოს დაცვის მარტივი გზების შესახებ.
ჩვენი საქმიანობა მრავალი სოფლისა და მუნიცი პალიტეტის სიახლოვეს მიმდინარეობს და მიწის ნაკვეთებისადმი წვდომას და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს. შესაბამისად, ზოგჯერ მოსახლეობას ჩვენ მიმართ პრეტენზიები უჩნდება. ჩვენ მესამე მხარეთა პრეტენზიებზე რეაგირების მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურა გაგვაჩნია, რომელიც ჩვენი მოსახლეობასთან ურთიერთობის სტრატეგიის ნაწილია.