პროექტების მართვის კოლეჯი (PMC), რომელიც 2009 წელს გაიხსნა bp-ს და მისი პარტნიორების ESI International-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, მსმენელებს სთავაზობს შვიდი მოდულისგან შემდგარ სასწავლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, მსმენელებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ენიჭებათ. კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP®) სერტიფიკატი, რომელსაც Project Management institute (PMI®)გასცემს.
აკადემიური კურსი მოიცავს ერთ წელზე გადანაწილებულ 24 სასწავლო დღეს. კოლეჯმა ფუნქციონირების პირველი 5 წლის განმავლობაში 252 მსმენელისგან შემდგარი 13 ნაკადი მიიღო, აქედან 215-მა კოლეჯი მაგისტრის სერტიფიკატით დაამთავრა, ხოლო 14-ს პროექტების მართვის პროფესიონალის სერტიფიკატი მიენიჭა.
კოლეჯის სტუდენტების კონტინგენტს შეადგენენ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის არიან როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
პროგრამა მიზნად ისახავდა ევროკავშირის „მერების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საქმიანობის მხარდაჭერას. „მერების ხელშეკრულებას“მიერთებული ქალაქების მუნიციპალიტეტებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომელიც 2020 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს, რაც ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმების განხორციელებას მოითხოვს.
პროგრამამ დააფინანსა მსხვილი სადემონსტრაციო პროექტი საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების პრაქტიკული მაგალითებია და სტიმულს აძლევს სხვა პროექტების განხორციელებას. ამ მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე მუნიციპალიტეტებში შეირჩა საზოგადოებრივი შენობები, მაგალითად, სკოლები, ბაგა-ბაღები, სამედიცინო ცენტრები, სახელოვნებო და სპორტული სკოლები და ბავშვთა სახლები.
ბიპი-ს და მისი პარტნიორების მიერ დანერგილი ტექნოლოგიები ხელს უწყობს CO2 ემისიების შემცირებას საქართველოში
პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია ბიპი-ს და მისი ნავთობის და გაზის პროექტების პარტნიორების მიერ. პროექტი განახორციელა კომპანია 'ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო'-მ. პროექტის მიზანია ეროვნული ენერგოუსაფრთხოების და გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძებების ხელშეწყობა, საქართველოში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და სხვადასხვა საშუალებების და მოწყობილობის მიწოდების გზით CO2 ემისიების შესამცირებლად.
ჩვენ დავაფინანსეთ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) საქმიანობა, რომელიც bp -ის მიერ 2004 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული „ვალდებულების“ ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი 300 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით არის დაფუძნებული.
EUGBC არის ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზნებია:
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისება. საქართველოს, როგორც ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით. საბჭოს წევრების საერთო ბიზნესინტერესების გატარება და დაცვა. ევროკავშირსა და საქართველოს ბიზნესებს, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების წრეებს შორის კავშირების ხელშეწყობა.
ბიზნეს საბჭოს წევრები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია და ქართველ ექსპორტიორთა ასოციაცია.