1. მთავარი
  2. მდგრადი განვითარება
  3. ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების პროგრამა
ეკო-კლუბი
სამკერვალო
Crocheting

„ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. CDI პროგრამის განხორციელება 2003 წელს დაიწყო.

პროგრამის ძირითადი მიმართულებები სულ უფრო მეტად არის მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, რადგანაც დროთა განმავლობაში მოცემული პროგრამა იხვეწება. CDI პროექტის არეალში მდებარე სამიზნე სოფლების საერთო რაოდენობამ, BTC/SCP/WREP-ის მილსადენების მიმდებარე ტერიტორიებზე 300-ზე მეტი შეადგინა.
ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივის მიზნად ისახავს პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავებას კომპანიასა და მილსადენების მარშრუტის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის. პროგრამა მიმართულია სოციალური თანამშრომლობის, აგრარული წარმოებისა და რეგიონალური აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე მიმართული მდგრადი მოდელების დანერგვაზე. 
ბიზნესის განვითარების მოდელი
„ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივამ“ დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც სათემო განვითარების მოდელმა. 2014 წელს ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისთვის გაგვეწია კონსულტაცია და გაგვეზიარებინა სათემო განვითარების ინიციატივის განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება, რაც მათთვის ღირებულ ინფორმაციას წარმოადგენდა სამინისტროს ახლად ჩამოყალიბებული „მეწარმეთა განვითარების სააგენტოს“ საქმიანობის და ხელშეწყობის პროგრამის დასაწყებად.

2018 -2020 წლებში USAID-მა პროგრამის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ითანამშრომლა bp-სთან. ამ თანამშრომლობის შედეგად განახორციელდა
ერთობლივი პროექტები ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენებთან  არსებულ  41 სოფელში შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. USAID-მა და bp-მ ერთობლივად დააფინანსეს 685 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები, რომლის ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაფართოების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა გრანტები, ჩაუტარდა ტრენინგები და გაეწია ტექნიკური დახმარება.